მთავარისიახლეებისაზოგადოებაგვინდოდა გვეჩვენებინა, როგორია ცხოვრება დამოუკიდებელი მედიის გარეშე - ზუკა გუმბარიძე

გვინდოდა გვეჩვენებინა, როგორია ცხოვრება დამოუკიდებელი მედიის გარეშე – ზუკა გუმბარიძე

Published on

ამ პროტესტით საზოგადოებისთვის იმის ჩვენება გვინდოდა, როგორია ცხოვრება დამოუკიდებელი მედიის გარეშე, ეს ასევე, იყო გზავნილი სტრატეგიული პარტნიორებისთვის – განაცხადა ტელეკომპანია ფორმულას დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ მაუწყებლობის 24 საათით შეწყვეტაზე BBC-ის ეთერში

,,ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში, სადაც დაცულია კანონის უზენაესობა და არის უსაფრთო გარემო ყველასთვის, მათ შორის უმცირესობებისთვის, ლგბტქ აქტივისტებისთვის და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ჟურნალისტებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ჩვენ გვესმის მხოლოდ აბსოლუტურად პოპულისტური და უპასუხისმგებლობა ნარატივი, რომელიც ზრდის პოლარიზაციის დონეს და ძალადობის რისკებს თბილისის ქუჩებში”, – თქვა გუმბარიძემ.

მან 5 ივლისის მოვლენებზე საუბრისას თქვა, რომ პოლიციამ ძალადობის აღსაკვეთად არაფერი გააკეთა, არ დაუკავებიათ ძალადობრივი ჯგუფების ლიდერები.

“მსგავსი, შესაძლოა, მოხდეს ნებისმიერ კონსერვატიულ საზოგადოებაში და საქართველო კონსერვატიული ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მემარჯვენე ძალადობრივ ჯგუფებს აქვთ აშკარა კავშირი მთავრობასთან, კრემლთან და მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. პოლიციამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აღეკვეთა ძალადობა თბილისის ქუჩებში და მწვანე შუქი აუნთო ბრბოს. არ დაუკავებიათ ამ ძალადობრივი ჯგუფების არც ერთი ლიდერი”, – აღნიშნა გუმბარიძემ.

ფორმულას დირექტორმა პერსონალური სანქციების დაწესების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

“საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს სურს, ქვეყანა იყოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ამიტომ მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს, როგორ აღიქვამს დასავლური სამყარო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ დასავლეთმა უნდა გაზარდოს ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, მათ შორის დაიწყოს პერსონალური სანქციების დაწესება ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის წინააღმდეგ”, – განაცხადა მან

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...