მთავარისიახლეებიპოლიტიკახაშურის საკრებულოს შვიდმა წევრმა "ქართული ოცნება" დატოვა და გახარიას პარტიას "საქართველოსთვის" შეუერთდა

ხაშურის საკრებულოს შვიდმა წევრმა “ქართული ოცნება” დატოვა და გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” შეუერთდა

Published on

ხაშურის საკრებულოს შვიდმა წევრმა “ქართული ოცნება” დატოვა და გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” შეუერთდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.

როგორც პარტიის ახალმა წევრებმა ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, „ოცნების“ ხელისუფლება იმ პრინციპებსა და მიზნებს დაშორდა, რისთვისაც ისინი 2012 წელს იბრძოდნენ.

„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები: ვაჟა ხარშილაძე – ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირინე გელაშვილი სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, მამუკა წიქარიშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ტეფნაძე ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე, ანა ხარებავა სამანდატო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე, ჯონდო კაპანაძე- ფრაქცია „ქართული ოცნება -მრეწველების“ თავმჯდომარე, ემზარ მურჯიკნელი ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარის მოადგილე – არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაშორდა იმ პრინციპებსა და მიზნებს, რომლისთვისაც ჩვენ 2012 წელს ვიბრძოლეთ, ვტოვებთ უმრავლესობის რიგებს და ვაგრძელებთ ბრძოლას, არათუ ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, გიორგი გახარიას გუნდთან ერთად. ვიცით, რომ ჩვენს განცხადებას ბევრი ადამიანი ელოდება, მოგიწოდებთ შემოგვიერთდით ჩვენ ვერთიანდებით „საქართველოსთვის“, – განაცხადეს ერთობლივ ბრიფინგზე.

სიახლეები

ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას, 26 მაისს ხალხმრავალი აქცია გაიმართება-ოპოზიციური ალიანსი

ოპოზიციის ალიანსი ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომლის სიმბოლური კულმინაცია 26 მაისს თბილისში დაგეგმილი ხალხმრავალი...

1991 წელს მიღებული რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა

35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა შეკითხვით - თანახმა ხართ...

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა - პირველი პრეზიდენტი 87 წლის გახდებოდა  საქართველოს ეროვნული გმირი,...

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალების საწყობს დაარტყა

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალის საცავს დაარტყა, - ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ...