მთავარისიახლეებიუკრაინაუკრაინას რუსეთისა არაფერი მართებს - აცხადებს სენატორი მერფი

უკრაინას რუსეთისა არაფერი მართებს – აცხადებს სენატორი მერფი

Published on

ამერიკელმა სენატორმა, საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრმა კრისტოფერ მერფიმ მოუწოდა მსოფლიო თანამეგობრობას შეიმუშაონ კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც უკრაინას შესაძლებლობას მისცემს არ დაუბრუნოს რუსეთს სამი მილიარდი დოლარი, რომელიც 2013 წელს ვიქტორ იანუკოვიჩმა მიიღო მისგან. როგორც მერფი აცხადებს,  უკრაინა არ არის ვალდებული  რაიმე დაუბრუნოს რუსეთს და  საერთაშორისო საზოგადოება უნდა დაეხმაროს მას   სამართლებრივად გაამყაროს თავისი  უარი  დავალიანების გადახდაზე. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სენატის კომიტეტს უკვე დაგეგმილი აქვს შეხვედრა დახურულ კარს მიღმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთან უკრაინის დავალიანების საკითხთან დაკავშირებით, რაც რუსეთის პოლიტიკურ წრეებში შეშფოთებას იწვევს.
შეგახსენებთ, უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის დროს აღებული ამ სამმილიარდიანი ვალის სრული დაფარვის ვადა დეკემბერში იწურება. კიევში არაერთხელ განაცხადეს, რომ მუშაობენ ვალის  რექტრუქტურიზაციისათვის, თუმცა მოსკოვი არ აპირებს დათმობაზე წასვლას.   აგვისტოში უკრაინის ხელისუფლებამ მიაღწია შეთანხებას თავისი სხვა დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ თავის საერთაშორისო კრედიტორებთან, მას ჩამოეწერა ვალების 20 პროცენტი, ხოლო დარჩენილი დავალიანების გადახდა გადავადებულ იქნა. მაგრამ იმ შემთხვევაში საქმე ეხებოდა კომერციულ ვალებს, ხოლო ვალდებულება  რუსეთის წინაშე სახელმწიფო ვალად ითვლება და  უკრაინაში იბრძვიან იმისათვის, რომ რუსეთისგან აღებული ვალიც კერძო ვალებს მიეკუთვნოს, რადგან იგი პირადად ვიქტორ იანუკოვიჩმა აიღო.

 

 

სიახლეები

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...

დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სამშობლოს ღალატის მუხლით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს  გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ...

ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ...

სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და...