,,ლექსო დიდი დანაკარგია საქართველოსთვის” – მესამე პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს ჟურნლისტის ოჯახსა და კოლეგებს

0
242

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

სააკაშვილი Facebook-ზე წერს, რომ ხელისუფლება საკუთარ ხელწერას არ ღალატობს და ლექსოს სახელის “სიკვდილის შემდეგ გაშავებას” ცდილობს.

“ლექსო ლაშქარავას ბოლო ინტერვიუს ვუყურე. რა ნორმალური, გონიერი, ადამიანური ბიჭი ყოფილა და ასეთ ადამიანებს სწირავენ საქართველოში. თანაც, ეს მართლა ნარკომანების და კრიმინალების ბრბო ცდილობს, როგორც ყველა დანარჩენი მათი მსხვერპლის, ლექსოს სახელისაც სიკვდილის შემდეგ გაშავებას.

მართლა დიდი დანაკარგია საქართველოსთვის ლექსო და უდიდეს სამძიმარს ვუცხადებ მის დედას, მის ოჯახის წევრებს და ყველა მის ახლობელს”,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

წინა სტატიალექსო ლაშქარავას ოჯახი და კოლეგები ეთხოვებიან, დღეს მას მამის გვერდით დაკრძალავენ
შემდეგი სტატიადახრილი კამერები და მიკროფონები #ლექsosთვის – სამეგრელოს მედიის მდუმარე აქცია ზუგდიდში [Photo] [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური