მთავარისიახლეებიპოლიტიკაჟურნალისტებმა თამარ გაბუნიას საუბარი შეაწყვეტინეს, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს და პრემიერმინისტრის...

ჟურნალისტებმა თამარ გაბუნიას საუბარი შეაწყვეტინეს, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს და პრემიერმინისტრის გადადგომა მოითხოვეს

Published on

მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგის მსვლელობისას ჟურნალისტები ტრიბუნასთან გავიდნენ. მათ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას საუბარი შეაწყვეტინეს და ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს, ასევე, მოითხოვეს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა.

“დღეს ჩვენს კოლეგას, ლექსო ლაშქარავას კრძალავენ, არავის არ აქვს მორალური უფლება დღეს აქ იდგეს. […] თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რადგან ის არის ნომერ პირველი ჰომოფობი ჩვენს ქვეყანაში, ის არის მოძალადე პრემიერმინისტრი და დაუყოვნებლივ უნდა წავიდეს თანამდებობიდან. გარდა ამისა, დამნაშავეები, რა საკვირველია, უნდა დაისაჯონ”, — თქვა ტელეკომპანია ფორმულას რეპორტიორმა.

ჟურნალისტებს შეუერთდნენ ოპერატორებიც, გამოსვლის შემდეგ კი ფოტოები ტრიბუნასთან დატოვეს.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის მოადგილემ მხოლოდ ამის შემდეგ გამოხატა სამძიმარი, მანამდე კი, სანამ საუბარს შეაწყვეტინებდნენ, კორონავირუსის სტატისტიკაზე აწვდიდა მედიას ინფორმაციას.

ამის შემდეგ ბრიფინგი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.

 

 

სიახლეები

როგორ მოქმედებდა და იმართებოდა ე.წ. მზის კოტეჯები, საიდანაც დრონებმა რუსული ავიაბზები დაბომბეს

როგორ მოქმედებდა და იმართებოდა ე.წ. მზის კოტეჯები, საიდანაც დრონებმა რუსული ავიაბზები დაბომბეს ე.წ. „მზის კოტეჯები“...

ოდესასა და ხარკოვზე რუსულ შეტევებს მსხვერპლი მოჰყვა

ოდესასა და ხარკოვზე რუსულ შეტევებს მსხვერპლი მოჰყვა რუსული მასობრივი საჰაერო იერიში უკრაინის დასახლებულ პუნქტებზე მსხვერპლით...

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ უწყების პრესსამსახურში...

ოთარ ფარცხალაძის გვარი ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს

ოთარ ფარცხალაძის გვარი ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეში - ანონიმური...