,, ფორმულა – 1 ‘’ ყოფილი მონაწილე ჯასტინ უილსონი , რომელიც ,,500 მილი პოკონოს’’ სახელით ცნობილ ავტორბოლაში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაიცვალა, ექვსი ადამიანის დონორი გახდა. სპორტსმენის ორგანოები გარდაცვალების მომენტიდან 24 საათის განმავლობაში გადაიგზავნა კლინიკებში და ექვს ადამიანს გადაენერგა.
37 წლის სპორტსმენის დაღუპვა ტრაგედიად აღიქვა ავტორბოლის სამყარომ, მაგრამ მისმა ანდერძმა კაცთმოყვარეობის გამარჯვების იმედი ჩაუნერგა მსოფლიოს.
გარდაცვლილის ძმა სტეფანი ,,თვითერში’’ წერს, რომ ჯასტინის ანდერძის შესრულება იოლი არ იყო ოჯახისა და ახლობლებისთვის, ,,ყველას ეძნელება დასაჩეხად გაიმეტოს ძვირფასი ადამიანის ცხედარი, მაგრამ მე და ჯასტინის მეუღლეს დიდხანს არ გვიყოყმანია – პატივი ვეცით მის მიერ სიცოცხლეშივე გაცხადებულ სურვილს – სიკვდილის შემთხვევაში თავისი ორგანოებით ეხსნა ადამიანების სიცოცხლე. ჯასტინს მრავალი წლის წინათ ჰქონდა აღებული ორგანოების დონორის ბარათი და მისი ეს ნაბიჯი არის ყველაზე დიდი დანატოვარი მისი შვილებისათვის.’’ – წერს სტეფანი. -ამასთან სთხოვს თავის ხელმომწერებს ილოცონ ჯასტინის შვილებისათვის – ორი მომხიბლავი გოგონასათავის – ჯეინისა და ჯესიკასათვის.
ახლა ჯასტინის ოჯახი ასობით სამძიმრის წერილს იღებს უცნობი ადამიანებისგან, ტრაგედიის ადგილზე აღმართულია მემორიალი, რომელთანაც ყვავილებითა და სანთლებით მიდიან ისინიც, ვინც მას პატივს სცემდა, როგორც სპორტსმენს და ისინიც, ვინც შორს დგას სპორტული სამყაროსაგან და შესაძლო არასოდეს უნახავს ავტორბოლა, , მაგრამ აღტაცებულია მისი კეთილშობილი საქციელით.
ავტორბოლა ,,500 მილი პოკონო“ ძალზე პოპულარულია შეერთებილ შტატებში, ეს არის ამერიკული სერიის ,,ინდიკატორის“’ბოლოსწინა ეტაპი. ავარია მოხდა შეჯიბრების ბოლო სტადიაზე, როცა რბოლის ლიდერს ამერიკელ სეიჯ კარამს ბოლიდი დაემსხვრა და ერთერთმა ნამსხვრევმა ახლომყოფ ჯასტინ უელსს შეულეწა ჩაჩქანი. სპორტსმენი უგონო მდგომარეობვაში მიიყვანეს კლინიკაში, ექიმები მთელი დღის განმავლობაში იბრძოდნენ მისის სიცოცხლისათვის, მაგრამ ყველა ცდა ამაო აღმოჩნდა.
ჯასტინ უელსი ბრიტანელია, ინდიკატორში გუნდ ,,ადრეტის’’ სახელით გამოდიოდა, მის ანგარიშზეა 16 რბოლა ,,ფორმულა -1'' – ის 2003 წლის სეზონში, რომელშიც იგი ,,იაგუარისა’’ და ,,მინარდის'' გუნდების შემადგენლობაში გამოდიოდა. მისი ყველაზე დიდი წარმატებაა მერვე ადგილი აშშ – ს გრან-პრისათვის გუნდურ ასპარეზობაში.
ამ მოკრძალებული შედეგების მიუხედავად მას პატივს სცემდა ავტომრბოლელთა სამყარო იმიტომ, რომ, როგორც ფორმულა 1 – ის ახლანდელი ვარსკვლავი ლუის ჰემილტონი წერს, იგი ნამდვილი ჯენტლმენი იყო. ,,მე მას სულ რამდენჯერმე შევხვედრივარ ასპარეზობებზე და ისიც იმ დროს, როცა დამწყები სპორტსმენი ვიყავი, მაგრამ ამ ადამიანმა წარუშლელი კვალი დატოვა ჩემში. იგი ძალიან დამაკლდება მეც ისევე, როგორც დააკლდა მთელ ჩვენს სპორტულ ოჯახს'' – წერს ჰემილტონი. .