პარლამენტის შენობაში, სადაც 12:00 საათზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაა დანიშნული, არ უშვებენ ოპოზიციონერ დეპუტატებსა და ჟურნალისტებს, ასევე მედიამენეჯერებს – იმ ადამიანებს, ვიზეც საშვია დაშვებული და უფლება აქვთ, გადაადგილდებოდნენ პარლამენტის შიდა სივრცეში.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან, საშვთა ბიუროსთან, სამართალდამცველებია მობილიზებული. პოლიციისა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი, უბრალოდ, ბრძანებას ასრულებენ.
პარლამენტის შესასვლელთან იმყოფებიან ნიკა გვარამია, ვატო წერეთელი, ნინო ჯანგირაშვილი, ვახო სანაია, ნანუკა ჟორჟოლიანი, თინა ბოკუჩავა, ეკა ხერხეულიძე და სხვები.
მოგვიანებით მედიამენეჯერთა და ჟურნალისტთა ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა მაინც მოახერხა, თუმცა, ჟურნალისტთა და მედიამენეჯერთა ნაწილი შენობის გარეთ რჩება.