მთავრობის და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომა – მედიის ულტიმატუმი ხელისუფლებას

0
242

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორი მედიასაშუალებათა წარმომადგენლების ერთობლივი მოთხოვნა ცნობილია: პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობის დათხოვნა და ასევე, სუს-ის ხელმძღვანელის ვაჟა ლილუაშვილის გადადგომა.

ეს მოთხოვნა მიტინგზე მთავარი არხის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა. მისივე თქმით, ხელისუფლებას ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა აქვს ხვალამდე და თუ ხვალ, დღის განმავლობაში, ეს მოთხოვნები არ შესრულდება, აქცია რუსთაველზე განახლდება საღამოს 6 საათზე.

ამ ულტიმატუმის გაჟღერების შემდეგ აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობით კანცელარიისკენ დაიძრნენ.

შეგახსენებთ, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა.

წინა სტატიასაგანგებო პირდაპირი ეთერი – საერთო სიგნალი რუსთაველზე მიმდინარე აქციიდან
შემდეგი სტატია“სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო” – შსს ლექსო ლაშქარავაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური