საპროტესტო აქციაზე ოპერატორებმა კამერები, ჟურნალისტებმა კი მიკროფონები სცენაზე დააწყვეს

0
290

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, ტვ პირველის მოკლული ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჟურნალისტ ვახო სანაიას მოწოდების შემდეგ აქციაზე მომუშავე სხვადასხვა მედიასაშულებების წარმომადგენელმა ოპერატორებმა და ჟურნალისტებმა სიმბოლური ჟესტით სცენაზე დააწყვეს მიკროფონები და კამერები.

“აქ არიან ყველა ტელევიზიის წარმომადგენლები. აქ არის ტვ იმედის მიკროფონი, პოს ტვ-ის, რუსთავი2-ის, პალიტრა ტვ-ის, კავკასიის მიკროფონები და კამერები. რა კონკურენცია, ხალხო, დღეს ყველანი ერთი ვართ და ყველანი ვეუბნებით ლექსოს, რომ ის არ მომკვდარა, რადგან საფუძველი ჩაუყარა ცვლილებებს ამ ქვეყანაში. მისი შვილი გაიზრდება, ნახავს ამ კადრებს და იამაყებს მისი მამით”, – განაცხადა ვახო სანაიამ.

“ისწავლეთ ერთად დგომა, საერთო პოზიციის გამოხატვა, ჩვენ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე, ვიღაცეებში არ აგერიოთ… თქვენ ტელეკომპანია “იმედი” ან რომელიმე ტელევიზია თქვენი ხომ არ გგონიათ? იქ მომუშავე ადამიანები არიან ჩვენი მეგობრები, თქვენ დაიპყარით ეს ტელევიზია, მაგრამ ის თქვენი არ არის. მედია ვერავინ დაამარცხა და ვერც ვერასდროს დაამარცხებს”, – განაცხადა ვახო სანაიამ.

წინა სტატიათხზავენ საქმეს, როგორ გაიპარა ლექსო კაიფში… გაიპარებით ქვეყნიდან, თქვე ნაბიჭვრებო! – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიაკანცელარიასთან მიკროფონები და კამერები დააწყვეს – ჟურნალისტთა ერთიანი პროტესტი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური