მედიამ დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა

0
370

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მედია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელიც დიპლომატიურ კორპუსს გადაეგზავნება.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. დღემდე მედიის წინააღმდეგ მიმართული ათეულობით საქმე გამოუძიებელია. ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვას, მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები კი, კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას.

2021 წლის 5 ივლისს „ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში.

სამოქალაქო სექტორის წინასწარი მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები მედიის წარმომადგენლების დასაცავად. არასაკმარისი საპოლიციო ძალები არ იღებდნენ ზომებს ჟურნალისტების დასაცავად. უფრო მეტიც, 5 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა კონტრაქციის წევრებს, არამედ “ღირსების მარშის” ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მარში რუსთაველის გამზირზე.

5 ივლისს, შსს-ს ცნობით, მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის იყო ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საქმიანობის შესრულების დროს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

მედიის წარმოამდგენლების ნაწილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. სხვადასხვა ძალადობრივი ჯგუფის წევრების მხრიდან ამ დრომდე გრძელდება ღია მუქარა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, რაზეც სამართალდამცავი უწყებები შესაბამისად არ რეაგირებენ. დაკავებულები არ არიან არც 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საჯაროდაა ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის წარსულში მომხდარი ფაქტების უმრავლესობა და არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა.

მივმართავთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ რუსთაველის გამზირზე 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელშეშლის ფაქტებსა და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაზე.” ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები

მთავარი არხი
ფორმულა
რუსთავი 2
ტაბულა
იმედი
კავკასია
საზოგადოებრივი მაუწყებელი
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
საქართველოს პირველი არხი საზოგადოებრივი მაუწყებელი
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო
TV პირველი
TV 25
ექსპრესნიუსი
ფაქსინტერნიუსი
არტარეა TV
სტუდია მონიტორი
რადიო ჯორჯიან თაიმსი
ფაქტ-მეტრი
რადიო მწვანე ტალღა
AT.ge
მედიის განვითარების ფონდი
Border Zone
ა(ა)იპ მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი
რადიო აფხაზეთის ხმა
რადიო დარდიმანდი
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული კავშირი
ო9მედია ჰოლდინგი ჰერეთი: რადიო ჰერეთი FM102.8, რადიო თბილისი FM93.5, რადიო ციტრუსი FM97.3
რადიო ძველი ქალაქი
საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელი
ტელეკომპანია ახალი
OC Media
ეკო-ფაქტი
რადიო ჰოლდინგი ფორტუნა
SOVA
ბათუმელები
Newsreport
On.ge
ნეტგაზეთი
InterPressNews.ge
ბლოგი „სოცრეაქტივი“
TSpress.ge
რადიო ათინათი
Metronome.ge
პუბლიკა
Civil.ge
ინტერნიუსი-საქართველო
Media.ge
openrustavi.ge
პალიტრანიუსი; რადიო პალიტრა
რადიო მარნეული
Euronews Georgia
FirstNews.ge
Kutaisi Today
Speqtri.ge
CNews
მედიაჰოლდინგი ,,ქრონიკა+”
Droa.ge
accentnews.ge
Popmusic.ge
Popsport.com
მედიის უფლებები
Gurianews.ge
Tok TV
ჟურნალისტიკის რესუსრს ცენტრი
აგრო გარემო TV
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
რადიო მწვანე ტალღა
რადიო იმედი
JAMNews
კომერსანტი
Reginfo.ge

წინა სტატია“გადადგეს მკვლელი მთავრობა” – თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური