“ეუთო/ოდირი საუბრობს, რომ საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები, რამაც გააუმჯობესა სიტუაცია უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის რეგულაციების, თუმცა რჩება გამოწვევები და ეს რა გამოწვევებია, ჩემთვის მშრალია. ყოველგვარი არგუმენტი, თუ რაზე დაფუძნებით მიაჩნიათ, რომ ჩვენ უნდა შეგვეჩერებინა პროცესი, გაუგებარია. ამიტომ დაველოდებით საბოლოო დასკვნას და ამის მიხედვით გავაკეთებთ შეფასებებს”
ასე ეხმაურება ურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშს, რომელშიც გაკრიტიკებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის არაჯეროვანი წარმართვისთვის.
დოკუმენტში ნათქვამია , რომ ,,ქართველოს პარლამენტმა 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების მიუხედავად , არ შეაჩერა მოსამართლეთა შერჩევის პროცესი და განსახილველად მაინც მიიღო უზენაესი მოსამართლეობის 9 კანდიდატი მათი დამტკიცების მიზნით.
გამოვლენილმა ნაკლოვანებებმა ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა დამატებითი რისკის ქვეშ დააყენა, – კანდიდატთა შერჩევის პროცესს აკლდა ცხადი სტანდარტი და სახელმძღვანელო წესები, რამაც ნეგატიური გავლენა მოახდინა ყველა კანდიდატის თანაბარ შესაძლებლობაზე, მიეღწია წარმატებისთვის” – წერს ეუთო.