მთავარისიახლეებისაზოგადოებაიაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი აფხაზი ბავშვის მშობლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი აფხაზი ბავშვის მშობლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

Published on

იაშვილის კლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი წლის და 9 თვის ბიჭი გარდაიცვალა. როგორც ჟურნალისტებს გარდაცვლილის ახლობლებმა განუცხადეს, ცხედარი ამ დროისთვის მორგშია, თუმცა ოჯახი უსახსრობის გამო მის გადასვენებას ვერ ახერხებს. მათივე თქმით, დახმარებისთვის აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას მიმართეს, სადაც განაცხადეს, რომ ლიმიტის ამოწურვის გამო დახმარებას ვერ შეძლებენ. გარდაცვლილი ბიჭის მშობლები დახმარების თხოვნით ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავენ. წლის და 9 თვის ბავშვს იაშვილის კლინიკაში რამდენიმე კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

სიახლეები

“ოცნების” უმოქმედობამ შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის – ევროპარლამენტის ანგარიში

ევროპარლამენტის ანგარიშში, რომელსაც 5 მაისს საგარეო საქმეთა კომიტეტი განიხილავს, ბრიუსელი "ოცნების" ხელისუფლებას დემოკრატიული უკუსვლის...

ერევანში ზელენსკის მიპატიჟებას კრემლის უკმაყოფილება მოჰყვა

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი სომხეთის დედაქალაქ ერევანში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს,...

ნიკოლ ფაშინიანის ბოლო წლების მუშაობა სომხეთში ძალიან შთამბეჭდავია – მაკრონი

"სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის ბოლო წლების მუშაობა სომხეთში ძალიან შთამბეჭდავია. მოდით, გულახდილები...

თბილისიდან ზუგდიდის, ჭიათურისა და ბაკურიანის მიმართულებით მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა

მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანები ძვირდება. ამის შესახებ ინფორმაცია ოკრიბას იურისტმა, პაატა ყვავაძემ BMG-ს დაუდასტურა, მისი...