მთავარისიახლეებიპოლიტიკამიუღებელი გახდა ჩემთვის მმართველი პარტიის ხელმძღვანელთა ქმედებები, რიტორიკა და პრიმიტიულ ტყუილებზე დაფუძნებული...

მიუღებელი გახდა ჩემთვის მმართველი პარტიის ხელმძღვანელთა ქმედებები, რიტორიკა და პრიმიტიულ ტყუილებზე დაფუძნებული ბრალდებები ყოფილი თანაგუნდელების მიმართ – გიორგი შენგელია

Published on

მიუღებელი გახდა ჩემთვის მმართველი პარტიის ხელმძღვანელთა ქმედებები-აცხადებს ზუგდიდის ყოფილი მერი გიორგი შენგელია და ყოფილი პრემიერის- გიორგი გახარიას გუნდში გაწევრიანების მიზეზებს განმარტავს.

“როცა ამ საქმეში ვერ გრძნობ სათანადო მხარდაჭერას, რთულია მხოლოდ ადგილობრივი რესურსებით იმ პროგრესის შენარჩუნებაც კი, რომელიც გვქონდა ბოლო 2 წლის მანძილზე. ამ პერიოდის მანძილზე ასევე მიუღებელი გახდა ჩემთვის მმართველი პარტიის ხელმძღვანელთა ქმედებები, რიტორიკა და პრიმიტიულ ტყუილებზე დაფუძნებული ბრალდებები ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, რომელმაც უკვე ორკესტრირებული ხასიათი მიიღო.

სწორედ ამიტომ, დღეს მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გიორგი გახარიასთან და იმ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, რომელიც გაერთიანდა საქართველოსთვის, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ ქვეყნის მისწრაფებების შესასრულებლად.

მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ზუგდიდელ ამომრჩევლებს ნდობისთვის და მოვუწოდო, კიდევ ერთხელ გაერთიანებისკენ ზუგდიდისთვის და საქართველოსთვის”, – ნათქვამია გიორგი შენგელიას განცხადებაში.
შეგახსენებთ,რომ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გიორგი გახარიამ პარტია “საქართველოსთვის” ოფისი გახსნა. ყოფილი პრემიერის გვერდით იმყოფებოდნენ ყოფილი მაღალჩინოსნები – ყოფილი გუბერნატორები ალექსანდრე მოწერელია და მალხაზ თორია, ყოფილი მერი გიორგი შენგელია და სხვა პირები.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...