მთავარისიახლეებისაზოგადოებაეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება

ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება

Published on

12 ივლისიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ. კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული კულტურული დაწესებულებების საქმიანობა დროებით შეჩერდება, -ნფორმაციას  „სპუტნიკ-აფხაზია“ ავრცელბს, გამოცემის ცნობით,  შესაბამის განკარგულებას ე.წ. კულტურის მინისტრმა გუდისა აგრბამ ხელი უკვე მოაწერა.

დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება რეგიონში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო მიიღეს.

12 ივლისიდან მუშაობას შეაჩერებენ თეატრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, კულტურის ცენტრები, კულტურის სახლები, საკონცერტო და საგამოფენო დარბაზები და ანსამბლები.

მანამდე, აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას პანდემიის წინააღმდეგ ზომების გამკაცრების შესახებ, რომლის თანახმადაც 5 ივლისიდან აფხაზეთში აიკრძალა საქორწილო, საზეიმო, სადღესასწაულო და სხვა მასობრივი ღონისძიებები და დაიკეტა დახურულ სივრცეში განთავსებული კვების ობიექტები.

ცნობისათვის, პანდემიის დაწყების დროიდან აფხაზეთში კორონავირუსით 18 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, აქედან ვირუსს 257 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო:ოკუპირებულ აფხაზეთში, ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...