მთავარისიახლეებიკულტურალეგენდა, სახელად პიკო - ზურაბ ნიჟარაძე გარდაიცვალა

ლეგენდა, სახელად პიკო – ზურაბ ნიჟარაძე გარდაიცვალა

Published on

ქართველი მხატვარი, ზურაბ ნიჟარაძე,  92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზურაბ ნიჟარაძე მეოცე საუკუნის 50-იანელ მხატვართა გამორჩეული თაობის წარმომადგენელი იყო.  ახალგაზრდობაშივე გამოვლენილი განსხვავებული მხატვრული ხედვისა და შემოქმედებითი თავისუფლების გამო, მეგობრებმა ასოციაციურად პაბლო პიკასოსთან დააკავშირეს და მას მეტსახელად „პიკო“ შეარქვეს.

ზურაბ ნიჟარაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, ასევე ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, რიო-დე-ჟანეიროს ნაციონალურ გალერეაში,  აშშ-ის, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, შვედეთის, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.საქართველოს სახალხო მხატვარი რუსთაველის პრემიის ლაურეატი იყო.

ზურაბ ნიჟარაძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული კულტურისათვის.

 

სიახლეები

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...