ნატო გამოეხმაურა მიმდინარე კვირაში საქართველოში მომხდარ ძალადობის ფაქტებს და მკაცრად დაგმო LGBTQI თემისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ქმედებები.
„კატეგორიულად ვგმობ ამ კვირაში მომხდარ ძალადობას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ნატოს ნორმებსა და ღირებულებებს, მათ შორის, შეკრების თავისუფლებას, უმცირესობათა უფლებებსა და მედიის პატივისცემას.
მრავალი წელია ვმუშაობ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისი მისწრაფებების მხარდასაჭერად. ეს მოვლენები ღრმა იმედგაცრუებას იწვევს და ეს უკუსვლაა საქართველოსთვის“, – განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, ჯეიმს აპატურაიმ.