მთავარისიახლეებიპოლიტიკა" ფაქტობრივად სახელწიფოს ჩამოშლაა“- გიორგი გახარია ყოფილ თანაგუნდელებს ამხელს

” ფაქტობრივად სახელწიფოს ჩამოშლაა“- გიორგი გახარია ყოფილ თანაგუნდელებს ამხელს

Published on

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ზუგდიდიდან გამოეხმაურა და თქვა, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია.
მისი თქმით, “ქართული ოცნების პოლიტიკური ბოსები” გადაბრალების რეჟიმში არიან. ხელისუფლება კი ჩამოშლილია.
პარტია ,,საქართველოსთვის” ლიდერი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეები ვერ დაიცვა და უუნარობა გამოავლინა.
“ეს იყო უუნარობის პიკი”- აღნიშნავს პრემიერი.:
„ეს იყო , ჩათვალეთ პოლიტიკური მოვლენა, უმძიმესი საყურებელი, როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ. როდესაც სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა მასობრივი დევნისგან ჟურნალისტები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ტურისტები, ეს იყო უუნარობის გამოხატულება, არაკომპეტენტურობის რაღაც პიკი. ადამიანებს ასე ესმით სახელმწიფო თურმე რომ, სახელმწიფომ თუ გამაფრთხილა მე რისკების შესახებ, ჩემს ფიზიკურ უსაფრთხოებაზე და კონსტიტუციური წესრიგის გამყარებაზე და შენარჩუნებაზე ქვეყანაში, თურე სხვები არიან პასუხისმგებლები – ეს უკვე უსუსურობაა. მმართველი ძალის დღევანდელი ბოსები ამას ყველაფერს აბრალებენ ყველას, აბსოლიტურად ყველას – მოქალაქეებს, ეკლესიას, ევროპას, როცა აწყობთ მემარჯვენეებს, როცა აწყობთ მემარცხენეებს, მაგრამ საერთოდ არაფრსარ ამბობენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე, ეს კიდევ უფრო უპასუხისმგებლობაა. ამ ადამიანებს უბრალოდ სახელმწიფოს ფუნქცია რა არის გააზრებული არ აქვთ და სახიფათოა, სახელმწიფომ ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე თქვენ გაგაფრთილეთო და ახლა გვერდზე გავდგები და თქვენ, მოქალაქეებმა ერთმანეთში გაარკვიეთო ურთიერთობა. ეს იყო უკიდურესად უპასუხისმგებლო ქმედება. ძალადობა შობს მხოლოდ ძალადობას – ეს ყველაფეეი ჩვენ ამ ბოო ორი დღის განმავლობაში ვნახეთ. არაკომპეტენტურობის გარდა ეს ყველაფერი არის სახელმწიფოსთვის პირდაპირ მიყენებული ზიანი, ფაქტობრივად სახელწიფოს ჩამოშლაა.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...