მთავარისიახლეებიტურისტებმა ათეულობით ჯავშანი გააუქმეს და საქართველოში არ ჩამოდიან

ტურისტებმა ათეულობით ჯავშანი გააუქმეს და საქართველოში არ ჩამოდიან

Published on

5 ივლისის “შავი ორშაბათი” ნეგატიურად აისახა ტურისტულ სექტორზე. როგორც ტვ “პირველის” გადაცემაში “საქმიანი დღე” ითქვა, 5 ივლისს, ხეთაგუროვის ქუჩაზე პოლონეთის მოქალაქის დაჭრის შემდეგ (ის იმიტომ დაჭრეს, რომ საყურე ეკეთა), ასევე, პირდაპირ ეთერში გასული ძალადობისა და დარბევის კადრების შემდეგ უცხოელმა ტურისტებმა საქართველოს დედაქალაქის რამდენიმე სასტუმროში ჯავშანი გააუქმეს და ქვეყანაში დასასვნებლად ჩამოსვლა გადაიფიქრეს.

“სამწუხაროდ, ეს ამბები უკვე აისახა ნეგატიურად ჩვენს ტურისტულ სექტორზე. უკვე გვაქვს ათეულობით გაუქმებული ჯავშანი, მაგალითად, მთაწმინდაზე, სასტუმრო “ოლდ თაუნში” – აღნიშნავს ტელეკომპანიასთან საუბარში იმ სამოგზაურო კომპანიის ხელმძღვანელი, რომლის მფლობელობაშიც ზემოთაღნიშნული სასტუმრო შედის.

შეგახსენებთ, გუშინ, 5 ივლისს, თბილისში, წინასწარ დაანონსებული “თბილისი პრაიდის” ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების გაშუქებისას 53 ჟურნალისტი და ოპერატორი სიძულვილის ჯგუფების წარმომადგენელთა მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. დღეს რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და სამდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სისხლის სამართლის საქმე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა ან/და ძალადობის მუხლით აღძრული არ არის.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...