მთავარისიახლეებიკონფლიქტებიქაფშიის ქარავნები შავ ზღვაში წლეულს ფაქტობრივად არ ჩანს - აფხაზეთის მთავარი ეკოლოგი...

ქაფშიის ქარავნები შავ ზღვაში წლეულს ფაქტობრივად არ ჩანს – აფხაზეთის მთავარი ეკოლოგი შეშფოთებულია

Published on

,,ქაფშიის ქარავნების გაქრობა აფხაზეთის ნაპირებთან დაკავშირებულია თევზჭერის უკონტროლობასთან და გადაჭარბებულ რეწვასთან – ასე განმარტავს ქაფშიის წლევანდელი, არნახული დეფიციტის მიზეზებს აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი რომან დბარი.
 
ქაფშიის რეწვას შავ ზღავში ბევრი ქვეყანა ეწევა, მაგრამ ამას ყველაზე დიდი მასშტაბით თურქეთის ფლოტი  აკეთებს. ბოლო ათი წლის მანძილზე ქაფშიის  რეწვა ისე გაიზარდა , რომ საბოლოო ჯამში საფრთხის ქვეშ დააყენა ამ თევზის გამრავლება, ამოწურულია ყველა რსურსი. 
ჩვენ არაერთგზის გამოვხატავდით შეშფოთებას ამასთან დაკავშირებით და ვცდილობდით ხმა მიგვეწვდინა შავი ზღვის რეგიონის  ქვეყნებისათვის, მაგრამ მათ ყურად არ იღეს ჩვენი გაფრთხილება და წინადადება  შევთანხმებულიყავით ქაფშიის რეწვის კვოტების შემოღების შესახებ.
 
 თევზჭერა ძირითადად მიმდინარეობს თურქეთის, საქართველოს, აფხაზეთის ( სტილი დაცულია – ,, ოდიში ნიუსი’’), ყირიმის ნაპირებთან, აგრთვე ტუაფსესა და ანაპასთან – აცხადებს დბარი – ხომ ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ პროცესის მონაწილე ყველა ქვეყნის დელეგაცია ერთად მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას და მიაღწიოს შეთანხმებას მიგრირებადი თევზის რაციონალური გამოყენებისა და დაცვის საკითხში.  სწორედ ამგვარმა არააკოორდინირებულმა რეწვამ მიგვიყვანა ამ სავალალო შედეგამდე.
 
არადა, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ – დასძენს დბარი. 

 

 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...