მთავარისიახლეებივგმობთ ძალადობრივ ქმედებებს და ხელისუფლების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას - დიპკორპუსი ერთობლივ...

ვგმობთ ძალადობრივ ქმედებებს და ხელისუფლების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას – დიპკორპუსი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

Published on

ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაეროს სისტემის საქართველოში, შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება თბილისში განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით
ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას. მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს და სამართალდამცავ უწყებებს იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებებით, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც მოქმედებენ თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით, და საჯაროდ დაგმონ ძალადობა.

სიახლეები

დაკავებულია სოფლის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის მოქმედი უფროსი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელ აგვისტოს ბრალდებულის სახით სოფლის განვითარების სააგენტოს...

მდინარაძის კომენტარმა დაადასტურა, რომ ლაშა ცანავას დაკავება ხაბეიშვილზე პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდება-ანა წითლიძე

მამუკა მდინარაძის კომენტარმა ნათლად დაადასტურა, რომ ლაშა ცანავას დაკავება უკავშირდება ლევან ხაბეიშვილზე პოლიტიკურ ზეწოლას....

ბათუმში, ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა - ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. გარდაცვალების მიზეზი...

ლევან სანიკიძე: ლაშა ცანავას სუს-ის უფროსის მოადგილე ხაბეიშვილის “ჩაშვებას” სთხოვდა

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის ლევან სანიკიძის განცხადებით, სუს-ის მიერ დაკავებულმა ლევან ხაბეიშვილის მეგობარმა ლაშა ცანავამ...