მთავარისიახლეებისაზოგადოებაშტორმი და წვიმა ანაკლიაში - მოსახლეობა დენისა და წყლის გარეშეა დარჩენილი

შტორმი და წვიმა ანაკლიაში – მოსახლეობა დენისა და წყლის გარეშეა დარჩენილი

Published on

გუშინ, ღამის გაბმავლობაში წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ზღვისპირა დაბა ანაკლიაში: წვიმამ ზღვაზე შტორმი გამოიწვია, რაც 4,5 ბალს უთანაბრდებოდა. შტორმის შედეგად ზღვამ დატბორა სანაპირო ზოლის დაახლოებით 50 მეტრიანი მონაკვეთი.
ზღვის ღელვის საშიში დონე შენარჩუნდა დღის განმავლობაშიც, ამ დროისთვის შტორმი დაახლოებით 3 ბალამდე მერყეობს. წვიმის, ელვისა და ჭექა-ქუხილის გამო ანაკლიას ამ დრომდე არ მიეწოდება ელ.ენერგია, სანაპიროზე არსებულ სასტუმროებს კი ასევე, წყალი.
ზღვის სანაპიროზე მორიგეობენ მაშველები, რომლებიც დამსვენებლებს მოუწოდებენ, დროებით თავი შეიკავონ ბანაობისგან.

 

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...