მთავარისიახლეებისაზოგადოებატელერადიოკომპანია "ოდიში" სრულ მხარდაჭერას და თანადგომას უცხადებს კოლეგებს

ტელერადიოკომპანია “ოდიში” სრულ მხარდაჭერას და თანადგომას უცხადებს კოლეგებს

Published on

დღეს, საქართველოს დედაქალაქში, თბილისი პრაიდის ფარგლებში გათვალისწინებული, წინასწარ დაანონსებული ღონისძიებების გაშუქების პროცესში სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები რადიკალური, ჰომოფობიურად განწყობილი, აგრესიული ჯგუფების სამიზნეებად იქცნენ. რადიკალურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მთავარი არხის, ტვ პირველის, ფორმულას, რუსთავი-2-ის, პალიტრანიუსის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, ფოტოგრაფებს, რამდენიმე კოლეგამ სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. დამტვრეულია ტექნიკა.
აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ხდება ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენელთა რბილი, ხშირ შემთხვევაში, ორაზროვანი განცხადებების ფონზე, რაც ახალისებს მედიის მიმართ ძალადობას.
ტელერადიოკომპანია “ოდიში” შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების გამო, სრულ მხარდაჭერას და თანადგომას უცხადებს კოლეგებს, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყანაში დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება, ხოლო ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...