მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე გრიგოლი: ,,ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს. ვიღაცას მე არ მოვწონვარ და ახლა...

მეუფე გრიგოლი: ,,ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს. ვიღაცას მე არ მოვწონვარ და ახლა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?!”

Published on

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი Tbilisi Pride-თან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრაიდის ჩატარება – არ გამართვა სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს.  მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, პასუხი მოსთხოვოს იმ პირებს, რომლებიც კანონს დაარღვევენ.

“მე გეტყვით იმავეს, რაც მითქვამს – ეკლესია სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციას თავის თავზე ვერ აიღებს. სამწუხაროდ, მოხდა ისე, არ ვიცი, ეს შემთხვევით თუ განგებ, რომ ეკლესია აღმოჩნდა სწორედ ამ მოცემულობაში, როდესაც ის ფუნქცია, რაც უნდა სახელმწიფომ განახორციელოს, ანუ, კანონის მიხედვით რაც არის ნებადართული, გააკონტროლოს, რატომღაც ეკლესიის გადასაწყვეტი გახდა, სინამდვილეში კი ეკლესია არ არის ამ ფუნქციით დატვირთული”. – ამბობს მიტროპოლიტი და აღნიშნავს, რომ მას არ მოსწონს პრაიდი, “მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს. ვიღაცას მე არ მოვწონვარ და ახლა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?!”

 

 

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...