მთავარისიახლეებისაზოგადოებასოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება

Published on

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ 22 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება, მათ შორის ზუგდიდშიც. აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობისა და ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, 27 სექტემბერს, დილის 10 საათზე მაცხოვრის კარის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი ჯგუშია აფხაზეთის ომში დაღუპულების სულის მოსახსენიებელ პარაკლისს გადაიხდის. 13 საათიდან, ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ენგურის ხიდის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს, სადაც მშვიდობიანი მსვლელობა მოეწყობა. ამასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკის ინიციატივით ენგურის ხიდზე მოეწყობა პროზაიკოს მერაბ შათირის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის ჩვენება, რომლის დამდმელი რეჟისორი ბადრი წერედიანია. ინგურის ხიდზე ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ბიბლიოთეკის მკითხველები და საჯარო სკოლის მოსწავლეები. არასამთავრობო ორგანიზაცია „ნოვატორების“ ლიდერის ვაკო ფაჟავას განცხადებით, დღემდე მიმდინარეობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და აფხაზი ქართველების გენოციდი. არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი მოუწოდებს ყველას გაერთიანდენ ოკუპაციის წინააღმდეგ.

სიახლეები

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...

დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სამშობლოს ღალატის მუხლით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს  გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ...

ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ...

სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და...