საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩთან კელი დეგნანთან საზეიმო მიღებაზე, რომელსაც ის აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მართავს, ერთი საათით დააგვიანა: პრეზიდენტი ელჩის რეზიდენციაში 17:00-ზე იყო მიწვეული და 18:00-ზე მივიდა.
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. საზეიმო მიღება ელჩის რეზიდენციაში ტარდება.