საქართველოში “”ფაიზერით” 16 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს აცრიან

0
294

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას შემდეგ რაც საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა, 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნულს განაპირობებს ის, რომ „ფაიზერით“ უკვე იცრებიან 16 წელს ზემოთ მოქალაქეები.

მისივე განმარტებით, სამიზნეა, რომ ივლისში დღის განმავლობაში თანდათანობით ავიდნენ 20 000-დან 25 000-მდე აცრაზე.

„მოგეხსენებათ, „ფაიზერს“ ინსტრუქციაში აქვს 16 წელს ზემოთ აცრა. დღეს, ყველა სხვა ვაქცინით იცრება 18 წელს ზემოთ მოსახლეობა, „ფაიზერს“ დაშვება აქვს 16 წლიდან. ამიტომ, ჩვენთანაც ცვლილება შევა „ფაიზერის“ შემოსვლის დროს და 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება. რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს, რასაც უკვე ზოგიერთი ქვეყანა „ფაიზერთან“ მიმართებაში ახორციელებს – მოზარდების აცრას, ამაზე, რა თქმა უნდა, დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას.

ხვალიდან ჯავშნები გაიხსნება. დავაკვირდებით, როგორი იქნება აქტიურობა და მერე უკვე მთელი თვის განმავლობაში გაიზრდება ჯავშანი და შეიძლება მთელი ზაფხულის განმავლობაშიც. ვიწყებთ „სინოფარმით“ და ამას შემდგომ დაემატება „სინოვაკი“ და „ფაიზერი“, – აცხადებს გამყრელიძე.

წინა სტატია“ოცნების” შემომწირველი კომპანია ანაკლიაში რესტორანს აშენებს – ზუგდიდის მერიის დაკვეთა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის ელჩთან, საზეიმო მიღებაზე, ერთი საათით დააგვიანა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური