მთავარისიახლეები"ოცნების" შემომწირველი კომპანია ანაკლიაში რესტორანს აშენებს - ზუგდიდის მერიის დაკვეთა

“ოცნების” შემომწირველი კომპანია ანაკლიაში რესტორანს აშენებს – ზუგდიდის მერიის დაკვეთა

Published on

სულ მალე, შესაძლოა, ანაკლიაში, საქართველოში პირველად, მუნიციპალური რესტორანი გაიხსნას – ამის შესახებ მოძრაობა “დროას” სამეგრელოს წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

“იცოდით თუ არა რომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას აქვს საკუთარი რესტორანი?!
არა, არ გეშლებათ. ნამდვილად გვაქვს მუნიციპალური რესტორანი ანაკლიის სანაპიროზე.
ის თუ იცით რამდენი ლარი გადავიხადეთ ჩვენი ჯიბიდან?!
2 129 650 ( ორი მილიონ ასოცდაცხრა ათას ექვსასორმოცდაათი) ლარი.
რესტორანი წელს უნდა გაიხსნას.
იხარე ერო”, – წერს მარიამ სიჭინავა.

როგორც “ოდიშინიუსმა” დამატებით გაარკვია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე მართლაც იძებნება ინფორმაცია აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერის შესახებ, “ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული კაფე-რესტორნების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა”, რაც ითვალისწინებს კონკრეტული შენობის დასრულების სამუშაოებს. სამუშაოების დასრულების ბოლო ვადად 2020 წლის ივნისი იყო მითითებული, თუმცა, სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის.

საუბარია ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს აშენებულ ნაგებობაზე, რომელსაც “ქართული ოცნება” ბუტაფორიას უწოდებდა და წინასაარჩევნო შეხვედრებზე ამბობდა, რომ ბიუჯეტის თანხით რესტორნები არ უნდა შენდებოდეს.

ამ ეტაპზე კი ცნობილია, რომ აუქციონის პირობების მიხედვით, ამ ტენდერის ღირებულებაა 2,129,650 ლარია და სამუშაოებს ატარებს შპს “დამბა”, რომელსაც ჯამში, თითქმის 28 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული, ხოლო თავად ამ შპს-ს 100%-იანი წილის მფლობელი პირი, ვინმე გიორგი ჯაბიძე “ქართული ოცნების” შემომწირველია, მან სახელისუფლო პარტიას 55.000 ლარი შესწირა.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...