მთავარისიახლეებიწვიმა, სეტყვა, სიცხე - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

წვიმა, სეტყვა, სიცხე – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

Published on

სინოპტიკოსთა ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 3-4 ივლისს შესაძლებელია ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე.

4 ივლისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ, 5 ივლისს კი უმეტეს რაიონში იწვიმებს.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +32, +37 გრადუსი იქნება.

4-5 ივლისს თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +35, +37 გრადუსია მოსალოდნელი. კვირას კი შესაძლოა ტემპერატურამ +38 გრადუსსაც მიაღწიოს.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...