მთავარისიახლეები"სანამდეც შევძლებ - გადავიხდი... ვერ შევძლებ? მოვიპარავ..." - კომენტარი გაზის გაძვირებაზე

“სანამდეც შევძლებ – გადავიხდი… ვერ შევძლებ? მოვიპარავ…” – კომენტარი გაზის გაძვირებაზე

Published on

“რაღა უნდა აისახოს, “იმენა” მეტი რაღა დარჩა გასაძვირებელი, მივყვები დინებას”, – ასე უპასუხა ახალგაზრდა მოქალაქემ თბილისში, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, უარყოფითად აისახება თუ არა გაზის გაძვირება მოსახლეობაზე.

“სადაც სხვა, იქაც მე… სადამდეც შევძლებ, მივყვები და რო ვეღარ შევძლებ, მერე მოვიპარავ და გადავიხდი, აბა, რა ვუყო!…” – დაამატა ახალგაზრდა კაცმა “მთავარის” ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხის გაცემის დროს.

შეგახსენებთ, გლდანში, მუხიანსა და ვარკეთილში, ასევე ქალაქ სენაკში გაზი ძვირდება. 37 ათასი აბობენტი გაძვირებულ საფასურს 1-ლი ივლისიდან გადაიხდის. გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 28 ივნისის საჯარო სხდომაზე მიიღო.

ამასთან,

  • შპს „გასკო +“-ის კორექტირებული ტარიფია 53.351 თეთრი/მ3 დღგ-ს ჩათვლით. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 48.301 თეთრი/მ3-ს.
  • შპს „ვარკეთილაირის“ კორექტირებული ტარიფია 57.062 თეთრი/მ3. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 48.677 თეთრი/მ3-ს.
  • სს „ენერგოკავშირის“ კორექტირებული ტარიფია 57.794 თეთრი/მ3. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 49.443 თეთრი/მ3-ს.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...