მთავარისიახლეებისაზოგადოებავფიქრობ, ბავშვებზე მაინც მიმდინარეობს გარკვეული ზეწოლა - ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში იმყოფება

ვფიქრობ, ბავშვებზე მაინც მიმდინარეობს გარკვეული ზეწოლა – ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში იმყოფება

Published on

სახალო დამცველი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ნინოწმინდის პანსიონში მყოფ ბავშვებზე “მაინც მიმდინარეობს გარკევული ზეწოლა” და ისინი ამ სივრცეში საკუთარ ნებას თავისუფლად ვერ გამოხატავენ. ამ თემაზე მან ჟურნალისტებთან პანსიონში შესვლამდე ისაუბრა.

მართალია დატოვეს აღმზრდელების ნაწილმა დაწესებულება, რომლებზეც პირდაპირი ძალადობის სავარაუდო ფაქტებს მიუთითებდნენ ბავშვები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ კედლებში, ამ სივრცეში და იმ აღმზრდელების პირობებში ბავშვები თავისუფლად ვერ გამოხატავენ საკუთარ ნებას. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ბავშვები იყვნენ გადაყვანილნი ალტერნატიულ ზრუნვაში, ვინაიდან ვფიქრობ, რომ მაინც მიმდინარეობს მათ მიმართ გარკევული ტიპის ზეწოლა”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

ომბუდსმენი ფიქრობს, რომ შესაძლოა ბავშვებმა პირველივე ჯერზე მათთან თავისუფლად ვერ ისაუბრონ, თუმცა სიტუაციას ფსიქოლოგებიც შეაფასებენ.

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ბავშვის გაყვანა იგეგმება ალტერნატიულ ზრუნვაში. ამჟამად კი დაწესებულებაში 15 ბავშვი რჩება.

ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში ცოტა ხნის წიმ მივიდა. ადგილზე იმყოფება მეუფე იაკობიც.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...