შესაძლოა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა დღეს საბოლოოდ დაამტკიცოს. მანამდე საკითხზე მესამე მოსმენით მსჯელობა იურიდიულმა კომიტეტმა უნდა გამართოს.
დეპუტატებმა ცვლილებები სამი დღის წინ მეორე მოსმენით 95 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. კენჭისყრაში არ მონაწილებდა “ნაციონალური მოძრაობა”, სხვა საპარლამენტო ოპოზიციურმა ჯგუფებმა გარკვეული უთანხმოების მიუხედავად, კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.
ახალი პროექტის მიხედვით, ცესკოს წევრებთა რაოდენობა 12-დან 17-მდე იზრდება – აქედან 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი იქნება; არჩევნებზე შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ავტომატურად გადაითვლიან უბნების 10%-ს.