მთავარისიახლეებისაზოგადოებაიტალიაში კვირაზე მეტია ლაგოდეხელი ახალგაზრდა დაიკარგა

იტალიაში კვირაზე მეტია ლაგოდეხელი ახალგაზრდა დაიკარგა

Published on

იტალიის ქალაქ ლეჩეში ლაგოდეხელი ახალგაზრდა დაიკარგა. 40 წლის თემურ მოსაშვილს ახლობლები და ნათესავები 20 ივნისის შემდეგ ეძებენ.

ინფორმაცია მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს და იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებს დახმარება სთხოვეს.

მეგობრები წერენ, რომ თემურ მოსაშვილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლტოლვილების თავშესაფარში ცხოვრობდა. იმის გამო, რომ ტემპერატურა დაუფიქსირდა, ავტობუსში, რომელიც მათ ემსახურებოდა, აღარ შეუშვეს, 2 დღე- ღამის განმავლობაში კი ერთ- ერთ პარკში ეძინა. მათივე ინფორმაციით, ნერვიულობის ფონზე მას მაღალი წნევა ჰქონდა და გონებაც დაკარგა.

20 ივნისის დილას მამაკაცმა დაკარგა ტელეფონი გიტარასთან ერთად და ამ დღის მერე დაიკარგა- წერენ თემურ მოსაშვილის ახლობლები სოციალურ ქსელში.

ამავე დროს გუშინ მყვინთავებმა ტბაში თითქმის ერთკვირიანი ძებნის შემდეგ, პოლონეთში გაუჩინარებული ქართველი ემიგრანტის 24 წლის დიტო ხელხელაურის ცხედარი იპოვეს.მას ქალაქ ვარშავაში 12 ივნისიდან ეძებდნენ.
დიტო ხელხელაური წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან არის

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...