მთავარისიახლეებისაზოგადოებაოსი სეპარატისტების თვალსაჩინო წარმომადგენელი ერიკ დუდაევი ავტოავარიაში დაიღუპა

ოსი სეპარატისტების თვალსაჩინო წარმომადგენელი ერიკ დუდაევი ავტოავარიაში დაიღუპა

Published on

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის წევრი სახალხო პარტიიდან ერიკ დუდაევი ავტოავარიას ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო ,,სპუტნიკ აბხაზიი" სამხრეთ ოსეთის შს მინისტრის ახსარ ლავოევის შეტყობინებაზე  დაყრდნობით.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ერიკ დუდაევმა ვერ დაიმორჩილა ,,ლექსუსის" საჭე და  ცხინვალ – ძაუგის ავტოტრასის მეექვსე კილომეტრზე ხიდიდან გადაიჩეხა.  მანქანაში იგი მარტო იჯდა. ინცინდენტი ხუთშაბათს, გვიან  ღამით მოხდა. 

ერიკ დუდაევი აქტიურად მონაწილეობდა ქართველების წინააღმდეგ ომში. იგი ორგზის იყო არჩეული  ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტში, მეორედ დეპუტატი გახდა 2014 წლის არჩევნებში. სხვადასხვა დროს 2009 წლამდე მსახურობდა სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროში, 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა  საპარლამენტო კომიტეტს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. 

ერიკ დუდაევი საკმაოდ კარგად არის ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის. იგი დაიბადა სოფელ არწევში, სრულიად ახალგაზრდამ აიღო იარაღი და სეპარატიტ მებრძოლებს შეუერთდა, რასაც  ხსნიდა იმით, რომ ცამეტი წლისას თვალწინ მოუკლეს მამა და გადაუწვე სახლი.  მისი ძმაა  ცნობილი კრიმინალი და ტერორისტი  მარეკ დუდაევი, რომელმაც  ცხრა წელი გაატარა საქართველოს ციხეებში მრავალრიცხოვან ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის ბრალდებით. 

ერიკ დუდაევი აქტიურად მონაწილეობდა როგორც 90 – იანი წლების, ისე 2008 წლის აგვისტოს ომში. დაჯილდოებული იყო მედლით ,,მამულის დამცველი" 

 

სიახლეები

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...

დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სამშობლოს ღალატის მუხლით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს  გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ...

ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ...

სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და...