მთავარისიახლეები"წელში გამოყვანილი" ასფალტი - ჟურნალისტი ფოტოს აქვეყნებს

“წელში გამოყვანილი” ასფალტი – ჟურნალისტი ფოტოს აქვეყნებს

Published on

ჟურნალისტ ზურა ბაუჟაძის მიერ “ფეისბუქზე” გამოქვეყნებული ფოტო სოციალურ ქსელში განხილვის საგნად მალევე იქცა.

“ჩვენთან ასფალტი დააგეს”, – წერს ჟურნალისტი და ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც მალევე მოჰყვა კომენტარები:

“ეს ავტონომიად დატოვეს?”, – წერს ცარიელ ადგილზე ერთერთი მომხმარებელი.

“სულ ასკინკილით გევლოთ”, – უსურვებს სხვა იუზერი.

“წელში გამოყვანილი რატომაა?”, – კითხულობს ჟურნალისტის ერთერთი მეგობარი.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გზის საფარი უხარისხოდ იგება. როგორც წესი, გზის სავალი ნაწილი, წინანდელთან შედარებით, ვიწროვდება, რაც, თავის მხრივ, გზის მოწესრიგებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ე.წ. “მოტეხვის” საშუალებას იძლევა.
ამ ხერხს, უმრავლეს შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით იყენებენ.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...