მთავარისიახლეებივინ არის აბაშიძეზე, აივნიდან გადავარდნილი მოზარდი - გოგონას ახლობლები იხსენებენ

ვინ არის აბაშიძეზე, აივნიდან გადავარდნილი მოზარდი – გოგონას ახლობლები იხსენებენ

Published on

13 წლის მოზარდი, რომელიც თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადავარდა, ნია გოგიჩაიშვილია. “ოდიშინიუსი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მოადგილეს, პროფესორ ჯემალ გაბელიას – ნია მისი შვილიშვილია.

აივნიდან გადავარდნისთანავე ნია გოგიჩაიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს. მან რამდენიმე საათს იცოცხლა – ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შეძრა იმ უმძიმესმა ტრაგედიამ, რაც პროფესორ ჯემალ გაბელიას ოჯახში დატრიალდა…მისი 13 წლის შვილიშვილი ნიჭიერი, წარმატებული ულამაზესი ნია გოგიჩაიშვილი გამაოგნებელმა ბრმა , ტრაგიკულმა შემთხვევამ იმსხვერპლა…უკან დარჩა ნიას განუხორციელებელი ოცნებები , ნათელი ხვალინდელი დღე…ის ხომ ჩვენი ქვეყნის მომავალი დღე იყო…ნათელი დაგადგეს ზეციურ საქართველოში უდროოდ გაფრენილო სიცოცხლევ, სადაც ყველაფერი შენი სულივით წმინდა და სპეტაკია…” – წერენ ნია გოგიჩაიშვილის ახლობლები “ფეისბუქზე”.

სიახლეები

ნიკა მელიას ახალ ბრალს უყენებენ

ადვოკატის ინფორმაციით, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის, შეურაცხყოფას ედავებიან.  "დღეს დილით დამიკავშირდა ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო...

ჯეი დი ვენსი დღეს სომხეთს ეწვევა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, მეუღლესთან ერთად, 9-10 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა, -...

დაცვის პოლიციის თანამშრომელმა სამსახურებრივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა და გარდაიცვალა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაბათის ციხეში დაცვის პოლიციის ოთახში თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით,...

გამოვლინდა 5 მილიონი ევროს ღირებულების 59 ავტომობილის უკანონოდ შემოტანის მცდელობები

ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების, 59 ერთეული...