მთავარისიახლეებირუსულმა სამხედრო გემმა ყირიმთან ბრიტანულ გემს ცეცხლი გაუხსნა, Су-24-მა კი 4 ბომბი...

რუსულმა სამხედრო გემმა ყირიმთან ბრიტანულ გემს ცეცხლი გაუხსნა, Су-24-მა კი 4 ბომბი ჩამოაგდო

Published on

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ცოტა ხნის წინ რუსულმა სამხედრო გემმა შავ ზღვაში, ყირიმის სიახლოვეს, გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა ბრიტანულ სამხედრო გემ HMS Defender-ს.

მალევე ბრიტანული გემის სიახლოვეს 4 ბომბი (ОФАБ-250) ჩამოაგდო რუსეთის კუთვნილმა SU-24-მა.

რუსული მხარის განცხადებით, ბრიტანულმა სამხედრო გემმა დაარღვია რუსეთის საზღვარი, შევიდა რა ყირიმის სიახლოვეს ტერიტორიულ ზღვაში, რომელსაც მოსკოვი ყირიმის ოკუპაციის შემდეგ თავისად მიიჩნევს.

ინციდენტის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაიბარეს ბრიტანეთის სამხედრო ატაშე. თავად ბრიტანეულ მხარეს ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...