საქართველოში რეგისტრირებული და ლიცენზირებული 32 ათასზე მეტი ექიმიდან სრული დოზით აცრილია მხოლოდ მეხუთედი. უარესი მდგომარეობაა ექთნების თვალსაზრისით, ხოლო სკოლის პერსონალიდან სრულად აცრილთა რიცხვი სულ რაღაც 343-ია – ასეთია საქართველოში იმუნიზაციის სტატისტიკა.
ინფორმაციას ოფიციალურ სტატისტიკაზე საყრდნობით “რუსთავი2” ავრცელებს. ვაქცინაციის პრიორიტეტული ჯგუფებიდან მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 6246, ხოლო ორმაგი დოზით 3 447 ექიმი. ჯანდაცვის სექტორის სხვა წარმომადგენლებიდან ერთი დოზით აცრილია 3 220. ორი დოზით 2 246. ექთნებიდან კი აცრილია 1 133 ერთი დოზით და 498 ორი დოზით.
რაც შეეხება სხვა ჯგუფებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგებნლებიდან ერთი დოზით აცრილია 3170 ადამიანი, სრული დოზით 1619, თავდაცვის სამინისტროში ერთი დოზა მიღებული აქვს 1373, ორი დოზა 500. პენიტენციურ სისტემაში ერთი დოზა -1093 , ორი დოზა 644-ს. სკოლის პერსონალიდან მხოლოდ ერთი დოზით არის აცრილი 343.