მთავარისიახლეებიკულტურა,,ალბათ, მასავით სამეგრელო არავის დაუნახავს, მასავით თბილად და სიყვარულით'' - რომან თოლრდავას...

,,ალბათ, მასავით სამეგრელო არავის დაუნახავს, მასავით თბილად და სიყვარულით” – რომან თოლრდავას ახალი ფოტოალბომი

Published on

 ,,საოცარი საქართველო. სამეგრელო ზემო-სვანეთი“. – ასე ქვია ცნობილი ფოტოხელოვანის რომან თოლორდავას ფოტოალბომს, რომელიც საუკეთესო საჩუქარია ყველასთვის, ვისაც, როგორც თავად ავტორი ამბობს,  ,,  საქართველო და მისი შემოქმედება უყვარს.''
 ალბომში შესულია ფოტოხელოვანის ოთხი წლის ნამუშევარი,  ბევრ მათგანს საზოგადოება იცნობს პუბლიკაციებიდან სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში და ინტერნეტმედიაში, ნაწილი კი პირველად ქვეყნდება და უეცრად შემოფეთებულ სილამაზესთან და სამეგრელოსა და სვანეთის მისტიურ სულთან  შეხვედრას გვპირდება. 
 
„ალბათ, მასავით სამეგრელო არავის დაუნახავს, მასავით თბილად და სიყვარულით. ისეთი ადგილები გვიჩვენა, რომელიც მეც კი არ მინახავს. კარგად მოგეხსენებათ, საქართველო ფეხით მაქვს შემოვლილი“ –  ამბობს ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია   წინამორბედი ფოტოალბომის ,,სამეგრელოს"' შეფასებისას.
 
 ,,აქ  ის სამეგრელოა წარმოდგენილი, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად ვერ ხედავენ. აქ არ არის დადიანების სასახლე ან ანაკლიის ზღვა, ეს გაცილებით მიუვალი ტერიტორიებია. რომამ შეძლო, რომ წლების მანძილზე ბევრი ეარა. როგორც ჩანს, აქვს კარგი, ძლიერი მუხლი და, რაც მთავარია, თვალი უჭრის იმისთვის, რომ სხვანაირად გაეცნო ჩვენთვის სამეგრელო. მე ბევრი ადგილი ნანახი მაქვს აქედან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მის ფოტოებს რომ ვუყურებ, მაინც ვხედავ, რომ ბევრი ადამიანისთვის, ვისაც საერთოდ არ უნახავს სამეგრელო, აღმოჩენა იქნება“.- ეს უკვე გოგა ჩანადირის სიტყვებია.
 
თავად ფოტოხელოვანი ასე ეხმაურება მისი ხელოვნების მოყვარულთა მიერ არაერთგზის ხაზგასმულ  მოულოდნელობას, ფერადოვნებას და სრულიად განსაკუთრებულ ესთეტიკას:  
 
„მე ძალიან ვერიდები შავ-თეთრ თემატიკას. ვერიდები სევდიან ადამიანებს. ყოველთვის ბედნიერი ადამიანების გადაღება მინდა. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ფოტოგრაფიის მეშვეობით ადამიანი უფრო ბედნიერი უნდა გახდეს და შავ-თეთრ ფერებში არ უნდა გადაიყვანოს თავისი ხვაშიადი თუ საფიქრალი. თუმცა მივიჩნევ, რომ შავ-თეთრი ფოტოგრაფია მთელ მსოფლიოში კლასიკაა და მეც ძალიან ბევრი ნამუშევარი მაქვს ამ კუთხით შესრულებული. უბრალოდ, ვერიდები ამ ყველაფრის გამომზეურებას და ჩემთვის ვინახავ“.
 
რომან თოლორდავა ალბომის წინასიტყვაობასი მადლობას უხდის ყველას იმ სითბოსა და სიყვარულისთვის რასაც ამ ოთხი წლის განმავლობაში გრძნობდა სამეგრელოსა და ზემო სვანეთში..
 

ალბომი ერთ კვირაში გაიყიდება ,,ბიბლუსის'' ქსელში 

სიახლეები

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...

„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე

„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ...

რუსეთმა ოდესას დრონებით დაარტყა – არის მსხვერპლი

რუსეთის არმიამ 7 ივლისის ღამეს დრონებით დაარტყა ოდესას, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ოდესის საოლქო...