მთავარისიახლეებისაქართველოს მოქალაქე სასტიკად აწამეს და მოკლეს - კრიმინალური გარჩევა რუსეთის დედაქალაქში

საქართველოს მოქალაქე სასტიკად აწამეს და მოკლეს – კრიმინალური გარჩევა რუსეთის დედაქალაქში

Published on

კრიმინალური გარჩევა რუსეთის დედაქალაქში: მოსკოვის გარეუბანში საქართველოს მოქალაქე მოკლეს, მკვლელობამდე კი სასტიკად აწამეს. “ოდიშინიუსის” ექსკლუზიური ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება. წყარომ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, “ოდიშინიუსს” უთხრა, რომ დაახლოებით 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი მოკლეს და ცხედარი დაასახიჩრეს. წყაროს თქმით, ცხედარი იმდენად დაზიანებულია, რომ მისი გაგზავნა ჭირისუფლებისთვის ჯერაც არ გადაწყვეტილა.

“ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ე.წ. “ობშჩიაკი” ებარა, სასტიკადაა ნაწამები. ჩვენი ინფორმაციით, მის ცხედარს თავი მოაჭრეს და ღობის ცხაურზე წამოაცვეს, სხეულის დანარჩენი ნაწილი კი ამ დრომდე არაა ნაპოვნი, სავარაუდოდ, ის დაწვეს. აქედან გამომდინარე, ისევ ღიად რჩება სამშობლოში ცხედრის გადასვენების საკითხი, სანამ სხეულის დანარჩენი ნაწილები არ უპოვნიათ”, – უთხრა “ოდიშინიუსს” წყარომ, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

წყაროს თქმით, სასტიკად მოკლული ახალგაზრდა კაცი ზუგდიდელია, თუმცა, მან ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

“იმის გამო, რომ მკვლელობა კრიმინალური იერარქიის ზედა რგოლთანაა დაკავშირებული, ოჯახსაც არ აძლევს ხელს მომხდარი ამბის გახმაურება, აქედან გამომდინარე, ინფორმაცია მკვლელობის შესახებ არ მოხვედრილა არც ქართულ, არც რუსულ მედიაში”, – აცხადებს “ოდიშინისუსის” ინკოგნიტო წყარო.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...