მთავარისიახლეებისაზოგადოება„ასტრაზენეკაზე“ დარეგისტრირებულ მოქალაქეებს "სინოფარმს" ან "სინოვაკს" შესთავაზებენ

„ასტრაზენეკაზე“ დარეგისტრირებულ მოქალაქეებს “სინოფარმს” ან “სინოვაკს” შესთავაზებენ

Published on

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველ დოზაზე იყვნენ ჩაწერილი, შესაძლოა, ალტერნატივის სახით “სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრა შესთავაზონ. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ შესაბამის პრობლემაზე საუბრისას განაცხადა.

„რადგან გაეროს ბავშვთა ფონდის საშუალებით შემოდის ეს ვაქცინები, ჩვენ ვმუშაობთ „იუნისეფთან“, რომ დაგვიზუსტონ 43 000 ათასი ვაქცინა როდის იქნება მოწოდებული და იმის მიხედვით დავგეგმავთ, მაგრამ შეიძლება იყოს ალტერნატივა – პირველ დოზაზე ვინც იყო ჩაწერილი, შესაძლოა, მათ შევთავაზოთ, თუ დათანხმდებიან, “სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრა. ხაზს ვუსვამ, ვინც ჩაწერილია და მეორე აცრა აქვს 10-დან 12 კვირის ფარგლებში, ყველა ეს ადამიანი აიცრება, იმიტომ, რომ „ასტრაზენეკას“ დაახლოებით 1 600-მდე დოზა ჩვენს ქსელში გვაქვს და ყველა მათგანი აიცრება.

ვისაც ჰქონდა ჯავშანი პირველი აცრიდან 4-დან 10- კვირამდე, მათ ვთხოვთ ოდნავ მოთმინებას, კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს ამ უხერხულობისთვის და მათ მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია, როგორც კი გვექნება დადასტურება, თუ როდის შემოვა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000 დოზა“, – აცხადებს გამყრელიძე.

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...