მთავარისიახლეებიინფექციურ საავადმყოფოში, პაციენტის ფაილს "დამპალი" დაარქვეს და ელფოსტაზე გაუგზავნეს

ინფექციურ საავადმყოფოში, პაციენტის ფაილს “დამპალი” დაარქვეს და ელფოსტაზე გაუგზავნეს

Published on

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრიდან (ინფექციური საავადმყოფო) პაციენტს ელექტრონული ვერსიით გაუგზავნეს ანალიზის პასუხები, მის PDF ფაილს კი “დამპალი” (dampali) დაარქვეს. – შესაბამისი სქრინი ელფოსტიდან “ფეისბუქის” ჯგუფში “სასოწარკვეთილი მომხმარებლები” ა. ა.-ძემ გამოაქვეყნა,რომელიც წერს:

“პოსტი ეხება ინფექციურ საავადმყოფოს და თუ არ დაგეზარათ,ჩაიკითხეთ ბოლომდე:
2 დღის წინ მშობლები მყავდა ინფექციურ საავადმყოფოში, ექიმთან გვჭირდებოდა კონსულტაცია და ჩავაბარეთ ანალიზები, დავტოვე ელ.ფოსტა,სადაც პასუხები უნდა მიმეღო,ვინაიდან ჩემ გარეშე მშობლები ვერ მივიდოდნენ ასაღებად,მე კი ვმუშაობ და მოგეხსენებათ, არაა მარტივი კვირაში 7 ჯერ გათავისუფლების თხოვნა.
მოკლედ ჯერ სულ ძალით ჩავაწერინე მეილი, აქ მოხვალ და აიღებო-ამას აწვებოდნენ,მერე როგორც იქნაა დამთანხმდნენ. იმ დღეს,2 საათში უნდა ყოფილიყო პასუხი,მომივიდა მართლაც და აღმოჩნდა სხვა პაციენტის,მივწერე,დავურეკე და ვერ დავაჯერე,მაგრამ კარგი ვნახავთო(მომიშორეს თავიდან). მას შემდეგ კიდევ რომ არ გამომოგზავნეს ვრეკე, ვიხვეწე ჩემი პასუხები და 3 დღის შემდეგ მიგზავნიან დედაჩემის პასუხის ფაილს,რომლის სახელის დანახვაც გაგაოგნებთ…
სასტიკად გაღიზიანებული ვარ,თან ძალიან მეცინება. ასე თუ იხსენიებენ პაციენტებს,დარწმუნებული ვარ ამათი მკურნალობის სანდოობაშიც”, – წერს ა.ა-ძე.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...