მთავარისიახლეებისაზოგადოებაგორის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გორის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

Published on

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2021 წლის 22 ივნისის 00:00სთ-დან 24 ივნისის 00:00სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 24 ივნისის 00:00სთ-დან 26 ივნისის 00:00სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე

მათი ინფორმაციით, საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

„საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“,-აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...