სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 42 შემთხვევა გამოვლინდა

0
261

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 42 შემთხვევა.

სრულად რეგიონალური განაწილება ასეთია:

თბილისში გამოვლენილია 524 შემთხვევა, აჭარა – 47, იმერეთი – 87, ქვემო ქართლი – 63, შიდა ქართლი – 57, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 42, კახეთი – 64, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 613 საიდანაც 2 698 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 452, აჭარაში – 176, იმერეთში – 364.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 678 პირი, მათ შორის, თბილისში – 304, აჭარაში – 51, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 174 პირი, მათგან თბილისში – 112, აჭარაში – 9, იმერეთში – 11.

605 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 – თბილისში, 222- აჭარაში.

5 310 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

წინა სტატია914 ახალი შემთხვევა, 24 გარდაცვლილი – ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის მორიგ პიკს აგვისტო-სექტემბერში ელოდებიან – საფრთხე აჭარის ზღვისპირეთიდან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური