მთავარისიახლეები"რატომ გაქვთ ჩვენზე ასეთი აღგზნება?" - რობერტ სტურუა მოსკოვში გაემგზავრა

“რატომ გაქვთ ჩვენზე ასეთი აღგზნება?” – რობერტ სტურუა მოსკოვში გაემგზავრა

Published on

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა მოსკოვში გაემგზავრა. ჟურნალისტებთან საუბარში მან თქვა, რომ წინასწარ მიფრინავს რუსეთის დედაქალაქში, რათა შეამოწმოს, როგორ მდგომარეობაშია სცენა, ხოლო მსახიობები 27 ივნისს ჩაფრინდებიან.

მისივე თქმით, მისთვის გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რასაც იწვევს რუსთაველის თეატრის გამგზავრება ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად, მაშინ როცა რუსეთიდან საქართველოში ჩამოსულ თეატრებს “ტაშით ხვდებიან”.

“რატომ გაქვთ ჩვენზე ასეთი აღგზნება მაშინ, როცა როცა რუსული თეატრები ჩამოდიან, მათ ტაშით ხვდებით. ხელოვნებას საზღვარი არა აქვს და მე მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად, რათა ვაჩვენო, რას აკეთებს საქართველო მაშინაც კი, როცა რუსეთმა ქვეყანა ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა”, – განაცხადა რეჟისორმა მოსკოვში გამგზავრების წინ.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...