მთავარისიახლეებიპრემიერად გახარიას დანიშვნა შეცდომა იყო - ვოლსკი

პრემიერად გახარიას დანიშვნა შეცდომა იყო – ვოლსკი

Published on

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი “ქართული ოცნებიდან” გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ გიორგი გახარიას დანიშვნა პრემიერმინისტრად შეცდომა იყო, რადგან ბოლოს ის “კონსპირაციულ შეთანხმებაში” აღმოჩნდა. ამის შესახებ დეპუტატმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“გახარიამ უღალატა იმ საქმეს, რასაც ერთად ვემსახურებოდით. ფაქტია, რომ განუდგა იმ საქმეს, გადგა გვერდზე. მე მაინც მგონია, რომ თვითონაც რაღაც აინტერესებს და ერთხელ იქნება, ამოიღებს ხმას, რამეს იტყვის. სიტყვა “უღალატა” მკვახეა, ხისტია, მე არ მიყვარს.

დღემდე, ამ წუთამდე, საქართველოს შიდა გამოწვევა იმასთან დაკავშირებით, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს, არის აქტუალური და ამ შესაძლო განვითარებას პირდაპირ ხელი შეუწყო ამ ნაბიჯმა, რაც გადადგა საქართველოს პრემიერმინისტრმა. ეს იყო საფრთხის შემცველი, დამთავრდა. მაქვს საფუძველი, ვთქვა, რომ იგი იყო გარკვეულ კონსპირაციულ შეთანხმებაში, რადგან ვითარება, რაც ჩვენს თვალწინ განვითარდა, აბსოლუტურად ყველა ნიშნით იყო შესაბამისი იმის, რასაც ვლაპარაკობთ… ვფიქრობ, რომ გახარიას პრემიერმინისტრად დანიშვნა შეცდომა იყო”, – თქვა გიორგი ვოლსკიმ.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...