მთავარისიახლეებირუსეთმა აფხაზეთის სოფლის ანექსია მოახდინა - აიბღაზე კონტროლი კრასნოდარის ოლქს დაევალა

რუსეთმა აფხაზეთის სოფლის ანექსია მოახდინა – აიბღაზე კონტროლი კრასნოდარის ოლქს დაევალა

Published on

აფხაზებსა და რუსებს შორის „განხეთქილების ვაშლად“ ქცეული გაგრის რაიონის სოფელი აიბღა, რომელიც საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ორივე მხარეს მდებარეობს, ისევ იქცა განხილვის საგნად.

სოფლის ნაწილს, რომელიც სოჭის მხარესაა მოქცეული (აიბღას მდინარე ფსოუ შუაზე კვეთს), რუსეთი იჩემებს, მაშინ როცა აფხაზები აცხადებენ, რომ ეს მათი ტერიტორიაა.

აიბღას თემა 2010 წელს გააქტიურდა. რუსული საინფორმაციო პოლიტიკა, კერძოდ, მედიაში, მიმართული იყო იქეთკენ, რომ ფართოდ გაშუქებულიყო სოფელ აიბღას მცხოვრებთა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზებისაგან შევიწროებულები, ისინი სოფელში კრემლის იურისდიქციის დამყარებას ითხოვდნენ.

ამ თემასთან დაკავშირებით სწორედ 2010 წლიდან არსებობს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე მომუშავე რუსულ-აფხაზური ორმხრივი კომისია, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკითხის საბოლოოდ გარკვევამდე და შეთანხმებამდე არ მიმართონ ისეთ ცალმხრივ ქმედებებს, რომლებიც დააზარალებენ მოლაპრაკაებატა პროცესს.

ამის მიუხედავად, სოჭის მერმა სოფელ აიბღაში სტუმრობის დროს განაცხადა, რომ სოჭის მერია სოფელში საკომუნიკაციო და სხვა ობიექტების აღდგენას დაიწყებს და ხაზი გაუსვა, რომ აიბღა ქალაქ-კურორტ სოჭის შემადგენლობაში შედის.

2021 წლის მაისში სოფელ აიბღას ანექსია ოფიციალურად გაფორმდა, როდესაც მისი ზედამხედველობა კრასნოდარის ოლქის გამგებელს დაევალა.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...