ბორჯომში “ქართული ოცნების” უმრავლესობისა და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრები გრძელდება. პარტიის შეკრება ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებით გაიმართა.
ცოტა ხნის წინ სასტუმროს ტერიტორია დატოვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, თუმცა მედიასთან კომენტარი არც ერთ მათგანს არ გაუკეთებია.
მმართველი გუნდის მტკიცებით, შეხვედრებზე საკადრო ცვლილებებსა და თვითმმართველობის არჩევნებზე არც გუშინ და არცც დღეს საუბარი არ არის და ამბობენ, რომ ორი დღის განმავლობაში მთავრობის ათწლიან გეგმას განიხილავენ.