მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადასაწყვეტია, როდის ჩამოვა  საქართველოში'' - ნიკა მელია

,,მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადასაწყვეტია, როდის ჩამოვა  საქართველოში” – ნიკა მელია

Published on

ჩამოვა თუ არა  საქართველოში ნაციონალური მოძრაობისდამფუძნებელი და ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი  მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. რაც შეეხება სააკაშვილის არშესრულებულ დაპირებებს ჩამოსვლის შესახებ,პაარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას  შეფასებით, ეს ამომრჩეველზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს, ზოგი იმედგაცრუებულია, ზოგი არა და ის სხვისი სახელით ვერ ისაუბრებს.

“მე არა მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი ამიერიდან იტყვის ჩამოვალო და არ ჩამოვა. თუ იტყვის, რა თქმა უნდა, უნდა ჩამოვიდეს.. იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას დააპირებს, ძალიან საფრთხილო საკითხია, რომ პროვოკაციაზე არ წამოგვაგოს ბიძინა ივანიშვილმა.  ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, სააკაშვილი საქართველოში მას შემდეგ უნდა დაბრუნდეს, როცა ქართული ოცნების ხელისუფლება დასრულდება”— განაცხადა ნიკა მელიამ მერიკის ხმასთან  ინტერვიუში.

20 აპრილს ექსპრეზიდენტმა  ენმ-ს წევრებს მოუწოდა, ხელი მოაწერონ შარლ მიშელის შეთახნმებას, ოღონდ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია უპირობოდ გათავისუფლდება. მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემთ, რომ მოემზადონ თვითმართველობის არჩევნებისთვის, რაც “რეფერენდუმია ივანიშვილის მმართველობის დასასრულებლად”. სწორედ ამ დროს ჩამოსვლის პირდება ის მხარდამჭერებს და ამბობს , რომ მათ გვერდით იბრძოლებს.

 

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...