მთავარისიახლეებიკულტურათბილისში ვანდალებმა მე-8 საუკუნის არაბული წარწერა დააზიანეს

თბილისში ვანდალებმა მე-8 საუკუნის არაბული წარწერა დააზიანეს

Published on

თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე არქეოლოგიურ კომპლექსზე მე-8 საუკუნის არაბულ წარწერას გუდრონი გადაუსვეს და დააზიანეს.

თავდაპირველად ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში მომხმარებლებმა გაავრცელეს.

როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყეს.

“დღეს გაცემული ნებართვის საფუძველზე, ძველი გალავნის კარიბჭის კედელში ჩაშენებულ უძველეს არაბულ წარწერიან ქვიშაქვის ფილაზე აღდგენით სამუშაოებს უკვე აწარმოებენ სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორი და შპს იუკონი და კომპანია-ს კონსერვაციის სპეციალისტი”, — წერია უწყების განცხადებაში.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...