მთავარისიახლეებისაზოგადოებადავით სერგეენკოს არა აქვს ინფორმაცია, მოიმატა თუ არა ფასებმა ...

დავით სერგეენკოს არა აქვს ინფორმაცია, მოიმატა თუ არა ფასებმა პირველადი მოხმარების წამლებზე, რასაც მომხმარებლები უჩივიან

Published on

დავით სერგეენკოს არა აქვს ინფორმაცია, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს  რომ  პირველადი მოხმარების წამლებზე ფასებმა მოიმატა.
 ,, ჩვენს მონიტორინგს ფასების მომატება არ დაუფიქსირებია და ვერ ვიტყვი რამდენად საფუძვლიანია მოსახლეობის  წუხილი'' – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა. 
 
”ამ თემასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ პირველადი მოხმარების, კერძოდ, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა დათქმულ ვადებში დაიწყება. პროცესების ფინალიზაცია მიდის და ივნისის ბოლოს, ივლისის პირველ რიცხვებში უკვე პირველი პაციენტები მიიღებენ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
 
ჟურნალისტის შეკითხვაზე – აკონტროლებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებში პირველადი მოხმარების წამლებზე ფასებს? დავით სერგეენკომ უპასუხა, რომ ფასებს ჯანდაცის სამინისტრო და ზოგადად სახელმწიფო არ აკონტროლებს.
 
”ეს არის თავისუფალი ბაზრის პრინციპით მოქმედი 100%-ით კერძო ინდუსტრია”, – დასძინა ჯანდაცვის მინისტრმა.

სიახლეები

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...